About the Post

Author Information

საქართველო საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი თეიმურაზის ძე მარგველაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ დავიდ უსუფაშვილს

უკვე 400 წელზე მეტია რაც ჩეჩენი ხალხი იბრძვის რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ. ამ დროის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო სისტემატიურად და სხვადასხვა მოგონილი მიზეზით ჩადის სასტიკ დანაშაულს (გენოციდს) ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ და უარყოფს მის უფლებას თვითგამორკვევაზე და დამოუკიდებლობაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს, ჩეჩენმა ხალხმა აღადგინა თავისი სახელმწიფოებრიობა. მაგრამ 1994 წელს რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩაიდინა სამხედრო აგრესია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ. ამ არათანასწორ და სასტიკ ომში ჩეჩენმა ხალხმა შეინარჩუნა თავისუფლება. რუსეთი კი იძულებული იქნა გაეყვანა თავისი ჯარები ჩეჩნეთიდან. რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა 1997 წლის 12 მაისს, მოსკოვში, ხელი მოაწერეს სახელმწიფოთაშორისო სამშვიდობო ხელშეკრულებას, როგორც საერთაშორისო სამართლის ორმა სუბიექტმა. მიუხედავად ამისა, რუსეთი, ხელშეკრულების დარღვევით, 1999 წელს ისევ დაესხა თავს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას, ეს აგრესია დღემდე გრძელდება. შედეგად 250 ათასზე მეტი ჩეჩენი დაიღუპა და 300 ათასი კი ლტოლვილად იქცა, მათი უდიდესი ნაწილი იმყოფება ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და არაბულ ქვეყნებში, ხოლო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორიაზე დარჩენილები კი არსებობისთვის იბრძვიან და სრული ფიზიკური განადგურების ზღვარზე იმყოფებიან.
გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სამხედრო აგრესიას და ანექსიას აწარმოებს დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც — ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც. აგრძელებს მათზე ზეწოლას და მუქარას, პროვოცირებას უწევს ეროვნებათა შორის შეიარაღებულ კონფლიქტებს და სიტუაციის დესტაბილიზაციას საბჭოთა კავშირის აღდგენის მიზნით. რუსეთის ამ პოლიტიკის მსხვერპლია, სამწუხაროდ, საქართველოც. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის მისწრაფებას ააშენოს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნა ევროპულ სახელმწიფოთა ცივილიზებულ საზოგადოებასთან მჭიდრო ინტეგრაციით და მზად ვართ საქართველოს მოძმე ხალხს აღმოვუჩინოთ შეძლებისდაგვარი დახმარება. რუსეთის მოსაზღვრე არც ერთი ქვეყანა, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის არც ერთი მცირერიცხოვანი ხალხი, განსაკუთრებით ჩეჩნები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და მეტიც, რუსეთის მიერ სისტემატიურად ფიზიკურად ნადგურდებიან. ამგვარად რუსეთი სისტემატიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის აღიარებულ ნორმებს, გაეროს წესდებას და ა. შ.

ჩეჩენი ხალხი მადლიერია საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს ხალხის თანადგომის და დახმარებისთვის, ასევე იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც საქართველო უწევს მსოფლიოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
ჩეჩნეთში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, მომავალი თაობების უკეთესი ცხოვრებისათვის თავისუფლების სულისკვეთებით, თანასწორობისა და სამართლიანობისათვის, რისთვისაც დაიღუპა და იღუპებიან ასი ათასობით უდანაშაულო ჩეჩენი, გიგზავნით ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის მიმართვას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ განიხილავთ ჩვენს მიმართვას და მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას.
ბატონო თეიმურაზ, გთხოვთ, მიგვიღოთ მე და დეპუტატთა ჯგუფი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალური სიტუაციის და ჩვენი პოზიციის ასახსნელად.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ჟ. ი.სარალიაპოვი

სტრასბურგი, 5 მაისი, 2014 წელი

მიმართვა
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მიმართვა მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობას, სახელმწიფოს მეთაურებსა და მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს

ჩეჩენი ხალხი, როგორც მთელი მსოფლიოს თანამეგობრობა, აღშფოთებით ადევნებს თვალყურს რუსეთის ქმედებას უკრაინაში. რუსეთის სახელმწიფომ იგნორირება გაუკეთა საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრს და კიდევ ერთი სამხედრო აგრესია ჩაიდინა, ამჯერად უკრაინაში. ამგვარი ქმედება დამახასიათებელი და პროგნოზირებადია რუსეთისათვის და კარგად იწერება მის იმპერიულ სტრატეგიაში — ყველა საშუალებით აღადგინოს საბჭოთა კავშირი.
რუსეთი, როგორც ატომური იარაღის ერთერთი მფლობელი ქვეყანა იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტი უკრაინის ცალმხრივი ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ. მაგრამ ბოლო თვეების მოვლენები ნათლად გვიჩვენებს რა ფასი აქვს რუსეთთან მოლაპარაკებას. რუსეთის დაუფარავმა აგრესიამ უკრაინაში, დაგვანახა კრემლის ნამდვილი სახე. საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა, რომ «ახალი დემოკრატიული» რუსეთი, ბირთვული «კომბლის» ქნევით, უპირისპირებს ძლიერის სამართალს — სამართლის სიძლიერეს, თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს — ურთიერთდახმარებასა და კოოპერაციას.
იმპერიული აზროვნება, ყოფილი სიძლიერის ნოსტალგია, კრემლს არ აძლევს საშუალებას შეეგუოს მსოფლიოში ჩამოყალიბებულ რეალობას. ამის გამო დაიღვარა სისხლი აზერბაიჯანში (მთიანი ყარაბახი) , მოლდავეთში (დნესტრისპირეთი), საქართველოში (აფხაზეთი, ოსეთი), სამხედრო მოქმედებები გრძელდება ჩეჩენი ხალხისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ერების წინააღმდეგაც. ასეთივე ბედი ელის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სხვა ერებსაც.
იმედი გვაქვს რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გააერთიანებს ძალისხმევას და გააჩერებს ჭკუიდან გადასულ რუსეთს და არ დაუშვებს მის მიერ პროვოცირებულ გლობალურ მსოფლიო კონფლიქტს.
1991 წლის 1 ნოემბერს, ჩეჩენმა ხალხმა, საყოველთაოდ არჩეული პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მეთაურობით, გამოიყენა რა თავისი უფლება, აღადგინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. 1992 წლის 12 მარტს, რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია გამოცხადდა «ხალხის თვითგამორკვევის შედეგად ჩამოყალიბებულ სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ».

1993 წლის 12 დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ რეფერენდუმის საშუალებით, რომელშიც ჩეჩნეთის რესპუბლიკას მონაწილეობა არ მიუღია, მიიღო ახალი კონსტიტუცია. მასში უკანონოდ და ცალმხრივად ჩეჩნეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ყველანაირად წაერთმია ჩეჩენი ხალხისათვის თვითგამორკვევის უფლება და მრავალრიცხოვანი პროვოკაციების, შანტაჟისა და მუქარის შემდეგ, 1994 წლის 11 დეკემბერს დაიწყო მასშტაბური სამხედრო მოქმედებები ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ.
ამ დაუფარავი აგრესიის დროს რუსეთმა გამოიყენა ყველა სახის მასობრივი განადგურების იარაღი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აკრძალულიც. შეტევა ხორციელდებოდა ქალაქებსა და სოფლებზე, მიზანდასახულად შერჩეულ მშვვიდობიანი მოსახლეობის შეკრების ადგილებზე. მთელმა მსოფლიომ დაინახა რუსეთის ამორალური და დაუსაბუთებელი აგრესია, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა მსოფლიოს ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ყველა დანაშაულს ჩადენილს რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ: აგრესია, სამხედრო დანაშაულებები და გენოციდი — აქვს ყველა ის ნიშანი რომელითაც კვალიფიცირდება საერთაშორისო დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, გაერომ, ევროკავშირმა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ , ევრო საბჭომ, არაბული ქვეყნების ლიგამ და სხვ. ორგანიზაციებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღეს, არ შექმნეს საერთაშორისო ტრიბუნალი. ამგვარად რუსეთის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებები არ არის გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები დასჯილნი არ არიან.
უფრო მეტიც, სამხედრო აგრესიის დროს რუსეთი მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორიცაა: ევროსაბჭო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, დიდი რვიანი, დიდი ოცეული. სხვადასხვა ფორმით რუსეთი წარმოდგენილია ევროსაბჭოში, ჩრდილოეთ ატლანტიკის ალიანსში, არაბული ქვეყნების ლიგაში და ა.შ. იმავდროულად სამხედრო მოქმედება და უკვე მესამე გენოციდი არ წყდება ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ. შედეგად მოკლულია 250 ათასზე მეტი ჩეჩნეთის მოქალაქე, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენდა, 300 ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა მთელს მსოფლიოში და ეს პროცესი გრძელდება. მოკლულთა უმეტესობას მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენს, მათ შორის 50 ათასზე მეტი ბავშვი, ათასობით უგზო-უკლოდ დაკარგული. ომის შედეგად დასახიჩრებული ათასობით ადამიანი დღემდე იღუპება: ჭრილობაბის, წამების და სხვადასხვა დაავადების გამო.

გარდა ამისა რუსეთმა ტერორისტული მეთოდებით დახოცა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტები : 1996 წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, 2004 წლის 13 თებერვალს ზელიმხან იანდარბიევი, 2005 წლის 8 მარტს ასლან მასხადოვი, 2006 წლის 17 ივნისს აბდულ ხალიმ საიდუმლაევი.
დღემდე არ აღდგენილა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის 70% დაუსაქმებელია სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო. არ არის აღდგენილი ათობით დიდი და პატარა დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქები: გროზნო, არგუნი; სოფლები: ბამუტი, ძველი აჩხოი, ხარსენოი, ცენტაროი, კურჩელოი, ბელგატოი და სხვ. მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი არ არის ანაზღაურებული, მათ შორის საცხოვრებლის და საკუთრების ზარალი.
რუსეთის სახელმწიფომ დაიწყო აგრესიული, კოლონიალური, ტერორისტული ომი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ, ომის დროს რუსეთის მიერ გამოყენებული მეთოდები სერიოზულად არღვევდნენ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ასეთ დარღვევებს განეკუთვნება:
მშვიდობიან მოსახლეობაზე საცეცხლო გამანადგურებელი დარტყმები და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფების მასობრივი ტერორი.
მშვიდობიანი, მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა.
ადამიანთა გატაცება, გაუსამართლებლად დახვრეტა და სიკვდილით დასჯა, წამება და სხვა სახის სასტიკი და ადამიანის ღირსების შემლახველი ქმედება.
მძევლად აყვანა, ცოცხალი ფარის გამოყენება, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება და მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიური დასჯა.
სრულიად უკანონო საფილტრაციო პუნქტების (საკონცენტრაციო ბანაკების) შექმნა, ლტოლვილების კოლოსალური ნაკადი.
სახელმწიფო და პირადი ქონების ძარცვა და მითვისება, დაუსაბუთებელი და სამხედრო აუცილებლობის გაარეშე საცხოვრებელი პუნქტების და საწარმოო ობიექტების განადგურება, ეკოლოგიურად საშიში ნაგებობების, კულტურული და საკულტო ფასეულობების განადგურება.
სასიცოცხლო ობიექტების, ჯანდაცვის, განათლების, საცხოვრებელი ფონდის, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განადგურება.

უფრო სასტიკი ომი მსოფლიოს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამგვარად რუსეთის ხელისუფლებამ, დემონსტრატიულად უარყო მსოფლიო თანამეგობრობის აზრი და უხეშად დაარღვია მოქმედი აღიარებული საერთაშორისო ნორმები, სავალდებულო როგორც ქვეყნებისათვის, ასევე კერძო პირებისთვის, და რომლებიც მიზნად ისახავენ დაიცვან პიროვნების ფუნდამენტური უფლებები, კაცობრიობის უსაფრთხოება და საერთაშორისო წესრიგი.
კერძოდ რუსეთმა დაარღვია:
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია, მიღებული გაეროს ასამბლეის მიერ 1948 წელს.
გაეროს კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, მიღებული 1948 წელს.
1949 წლის ჟენევის კონვენცია.
1950 წლის ევროპის  ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
1960 წლის, კოლონიალური სახელმწიფოებისთვის და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების გაეროს დეკლარაცია.
1965 წლის გაეროს საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ.
1966 წლის გაეროს საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
1966 წლის გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
1984 წლის გაეროს კონვენცია, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ.

გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, წესდებებისა და სამართლებრივი ნორმების, ასევე რუსეთის ფედერაციის და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის კონსტიტუციების დარღვევა.
რუსეთის მიერ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერიაში ადამიანის უფლებების მასიური და სერიოზული დარღვევა, აყენებს რუსეთის ხელმძღვანელობისა და სამხედროების მიერ საერთაშორისო სამართლის წინაშე დანაშაულებრიობის საკითხს და გადაყავს სამართლებრივი საკითხი საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში.
უკვე 400 წელზე მეტია რაც ჩეჩენი ხალხი იბრძვის რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ამ ხნის განმავლობაში ჩეჩენი ხალხი სისტემატიურად ხდება ფიზიკური განადგურების და დეპორტაციის მსხვერპლი, ჩეჩნეთმა სამჯერ განიცადა გენოციდი (კავკასიის ომი 1785-1864 წწ, დეპორტაცია 1944- 1957 წწ, სამხედრო აგრესია 1994 წლიდან დღემდე).
ადამიანის უფლებების დარღვევის ზემოაღნიშნული და სხვა მრავალრიცხოვანი ფაქტების, ასევე უკვე არსებული საერთაშორისო პრეცედენტების, რუსეთთან ერთ სახელმწიფოში ყოფნის შეუძლებლობის გამო; ვხელმძღვანელობთ რა თანასწორობის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემის და დაცვის პრინციპებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტი, ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპებზე დაყრდნობით, მივმართავთ უმაღლეს საერთაშორისო ორგანიზაციებს: გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, არაბული ქვეყნების ლიგას და სხვ. ასევე ქვეყნების მეთაურებს და მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებს თხოვნით:
— ცნოთ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, რაც მშვიდობის და სტაბილობის საფუძველი იქნება კავკასიის რეგიონში.
— ჩამოაყალიბოთ სპეციამლური სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი რუსეთის მიერ ჩადენილი ზემოთხსენებული და სხვა დანაშაულებების გამოსაძიებლად.
— ცნოთ ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებები ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, და პირველ რიგში სიცოცხლის უფლების დარღვევით -ჩეჩნი ხალხის გენოციდად.

მიმართვა მიღებულია ერთხმად, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა, 2014 წლის 19 აპრილი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პარლამენტის თავმჯდომარე
ბატონი: ჟ. ი. სარალიაპოვი

 

О Б Р А Щ Е Н И Е

Парламента Чеченской Республики Ичкерия
мировому сообществу, главам государств и парламентов мира.

Чеченский народ, как и всё мировое сообщество, с озабоченностью и тревогой наблюдает за действиями России на Украине. Российское государство, игнорируя мнение мирового сообщества, совершило очередную военную агрессию, жертвой которой стала Украина. Такое поведение России является традиционным и предсказуемым и хорошо вписывается в ее имперскую стратегию — любой ценой восстановить СССР.
Россия, являясь одной из ядерных держав, выступала гарантом безопасности и территориальной целостности Украины в ответ на ее одностороннее согласие на ядерное разоружение. Однако события последних месяцев показывают, чего стоят договоренности с Россией. Неприкрытая агрессия России в Украине обнажила истинное лицо Кремля, показала мировому сообществу наций, что «новая демократическая» Россия, опасно размахивая ядерной дубинкой, противопоставляет право более сильного силе права, а односторонние геополитические интересы — взаимопониманию и кооперации.
Имперское мышление, ностальгия по былому величию России, нежелание смириться со сложившимися в мире реалиями не дают покоя Кремлю. По этой же причине проливалась кровь в Азербайджане (Нагорный Карабах), Молдавии (Приднестровье), Грузии (Абхазия, Осетия), продолжаются военные действия против чеченского народа и других малочисленных народов Северного Кавказа. Такая же участь ожидает и другие народы бывших республик СССР.
Мы надеемся, что мировое сообщество объединит усилия и остановит обезумевшую Россию и предотвратит провоцируемый Россией глобальный мировой конфликт.
1 ноября 1991 года чеченский народ во главе с всенародно избранным первым президентом Джохаром Дудаевым, воспользовавшись своим правом, восстановил государственную независимость Чечни. 12 марта 1992 года Республиканский Парламент принял Конституцию, согласно которой Чеченская Республика Ичкерия (ЧРИ) провозглашена «суверенным, независимым, демократическим, правовым государством, созданным в результате самоопределения народа».
12 декабря 1993 года Российская Федерация на референдуме, в котором Чеченская Республика не принимала никакого участия, приняла новую Конституцию. В ней незаконно, в одностороннем порядке Чеченская Республика объявлена субъектом РФ. Вслед за этим, руководство России пыталось любой ценой лишить чеченский народ права на самоопределение и после множества провокаций, шантажа и угроз, 11 декабря 1994 года, начала широкомасштабные военные действия против Чеченской Республики Ичкерия.
В ходе этой неприкрытой агрессии Россия применила все виды оружия массового поражения, в том числе запрещённое международным сообществом. Удары наносились по городам и сёлам, по местам массового скопления гражданского населения, сознательно выбирая их в качестве жертвы. Весь мир увидел аморальную и немотивированную агрессивную Россию, поставившую под сомнение мирное сосуществование народов мира.
Все преступления, совершенные Российским государством против чеченского народа — агрессия, военные преступления и геноцид — обладают всеми необходимыми квалифицирующими признаками международных преступлений и преступлений против человечности.
Однако, международное сообщество, ООН, ЕС, ОБСЕ, СЕ, ЛАГ и другие организации не объявили санкций против России, не учредили международный уголовный трибунал. Таким образом указанные тяжкие преступления России не расследованы, а лица, ответственные за их совершение, не понесли заслуженного наказания.
Более того, в ходе военной агрессии Россия принята в СЕ, ПАСЕ, ОБСЕ, ШОС, G-8, G-2О, в разной форме она представлена в ЕС, НАТО, ЛАГ и т.д. А тем временем военные действия и третий по счёту акт геноцида чеченского народа со стороны России не прекращается. В результате убито более 250 тысяч граждан Чечни, население которой насчитывало примерно миллион жителей, около 300 тысяч стали беженцами по всему миру и этот процесс только нарастает. Подавляющее большинство убитых- это гражданское население, более 50 тысячи из них — дети, тысячи пропали без вести, тысячи искалеченных людей продолжают умирать от последствий ранений, пыток и различных болезней. Кроме того Россией методом террора убиты Президенты ЧРИ: 21 апреля 1996 года первый президент ЧРИ Джохар Дудаев, 13 февраля 2004 года Зелимхан Яндарбиев, 8 марта 2005 года Аслан Масхадов, 17 июня 2006 года Абдул-Халим Сайдулаев.
Экономика и социальная инфраструктура Чеченской республики до сих пор не восстановлены, 70% населения не работает в виду отсутствия рабочих мест, не восстановлены десятки больших и малых населенных пунктов, в том числе города Грозный, Аргун, сёла Бамут, Старый Ачхой, Харсеной, Центарой, Курчелой, Белгатой и другие, некомпенсирован причинённый населению ущерб, в том числе за потерю жилья и имущества.
Российское государство развязало агрессивную, колониальную, террористическую войну против Чеченской Республики Ичкерия, в ходе которой использовала методы, включающие в себя серьёзные нарушения общепризнанных норм международного гуманитарного права. К числу таких нарушений относятся:
— нападение на гражданское население, как в форме огневых поражающих ударов, так и иных формах, включающих массовое терроризирование больших групп гражданских лиц;
— массовое убийство гражданских лиц, не принимающих непосредственное участие в военных действиях;
— похищение людей, бессудные расстрелы и казни, применение истязаний и пыток и иные виды жестокого и унижающего человеческое достоинство обращения и наказания;
-захват заложников, использование живых щитов, карательные операции и коллективное наказание гражданских лиц;
-создание абсолютно незаконных фильтрационных пунктов (концлагерей), колоссальный поток беженцев;
-разграбление и присвоение государственной и гражданской собственности, произвольное и невызываемое военной необходимостью глобальные разрушения населённых пунктов и производственных объектов, экологически опасных сооружений, культурных и культовых ценностей;
— массовое разрушение объектов жизнеобеспечения: здравоохранения, образования, жилого фонда, экономики и социальной инфраструктуры.
Более жестокой войны мир не видел со времён второй мировой войны. Таким образом, руководство России, демонстративно игнорируя мнение мирового сообщества, грубо нарушила все действующие общепризнанные нормы международного права, обязательные как для государства, так и для физических лиц и нацеленные на защиту фундаментальных прав личности, безопасности человечества и мирового порядка.
В частности Россией нарушены:
— Всеобщая декларация прав человека, принятая Генассамблеей ООН в 1948 г.
— Конвенция ООН по предупреждению и наказанияза геноцид 1948 г.
— Женевские Конвенции 1949 г.
— Европейская конвенция о защите прав человека и основных свобод 1950 г.
— Декларация ООН о предоставлении независимости колониальным странам и народам1960г.
— Конвенция ООН о ликвидации всех форм расовой дискриминации 1965 г.
— Международный пакт ООН о гражданских и политических правах 1966 г.
— Международный пакт ООН об экономических, социальных и культурных правах 1966г.
— Конвенция ООН против пыток и других жестоких, бесчеловечных или унижающих достоинство видов обращения и наказания 1984 г.
— Уставы и другие правовые нормы ООН, Европейского Союза, Совета Европы, ОБСЕ, ПАСЕ, а также Конституции РФ и ЧРИ.
Масштабы и серьёзность этих и других многочисленных нарушений прав человека в Чеченской Республике Ичкерия поднимают вопрос о совершении российским руководством и военными преступлений по международному праву и переводит правовую ситуацию в сферу действий международного уголовного права.
Чеченский народ борется за свою свободу и независимость против российских колонизаторов более 400 лет. Всё это время чеченский народ систематически подвергается физическому истреблению и депортации со стороны России, три раза подвергся очевидному геноциду (Кавказская война 1785– 1864гг., насильственная депортация 1944 — 1957 гг., военная агрессия 1994 года до настоящего время).
Учитывая вышеизложенные и другие многочисленные нарушения прав человека, а также существующие международные правовые прецеденты и невозможность совместного нахождения с Россией в рамках одного государства, руководствуясь принципом равноправия, уважения и соблюдения прав и свобод человека, Парламент Чеченской Республики Ичкерия, основываясь на фундаментальном принципе права народа на самоопределение, обращается к высшим международным организациям: ООН, ОБСЕ, ЕС, СЕ, ЛАГ и другим, к главам государств и парламентов мира с просьбой:

— признать Чеченскую Республику Ичкерия суверенным и независимым государством, что послужит миру и стабильности на Кавказе;
— учредить специальный международный уголовный трибунал для расследования выше изложенных и других преступлений российского государства;
— признать широкомасштабные военные действия России против чеченского народа, выразившиеся в попрании всех норм международного права и, прежде всего, права на жизнь — актом геноцида чеченского народа.

Обращение принято на внеочередном заседании сессии Парламента ЧРИ единогласно.

Город Страсбург, Республика Франция, 19 апреля 2014 года.

Председатель Парламента
Чеченской Республике Ичкерия                                                                                             Ж. И. Сараляпов

Метки:

Комментариев нет.

Добавить комментарий

Please log in using one of these methods to post your comment:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

w

Connecting to %s

%d такие блоггеры, как: